national delicacy

სასტუმრო ჯინო ველნეს რაბათი

  • ID: 750
დამატებითი ინფორმაცია

 სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი". იგი ერთადერთი ველნეს & სპა სასტუმროა კავკასიაში რომელიც გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას წელიწადის ნებისმიერ დროს, ისტორიულ რაბათის ციხის ტერიტორიაზე.
ნომერში არის: თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული ავეჯი, კონდენციონერი, მინიბარი, ტელევიზორი, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი (WiFi).
თქვენს განკარგულებაშია ბარ-რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული ქართულ-ევროპული კერძები, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები. ასევე თქვენ გელით ღია საზაფხულო ტიპის ტერასა ბარი.
სასტუმროს ღირსშესანისშაობას წარმოადგენს ველნეს-სპა ცენტრი რომელიც მოიცავს რამოდენიმე ტიპის საუნას; რომაული საუნა შავი ყურძნის სურნელოვანი არომატით საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისა და რელაქსაციის მისაღებად. აქვეა ფინური მშალი საუნა და მცენარეული საუნა "ბილინკა", ხოლო საუნა ევკალიპტისა და შალფეის მონაცვლეობითი არომატით ხელს უწყობს სასუნთქი გზების სტიმულირებას. იოდით გამდიდრებული მარილის საუნა ატენიანებს, არბილებს კანის ზედაპირს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თქვენს განკარგულებაშია საუნის შემდგომი მოსასვენებელი ადგილი – ტეპიდარიუმი ჟასმინის არომატით და ზღვის კენჭებიანი აუზი "KNEIPI''ფეხის ჰიდრო მასაჟორით. 
მინი ბარი გამაგრილებელი სასმელებით, სასიამოვნო მუსიკა რომელიც ისმის მთელს საუნაში და საუნის შემდგომი მოსასვენებელი ადგილი ტეპიდარიუმი ერთობლიობაში ქმნის განსაკუთრებულ მყუდრო გარემოს სრული რელაქსაციისა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად. 
სასტუმრო მოიცავს შემდეგი ტიპის 38 ნომერს; ლუქსი, საპრეზიდენტო აპარტამენტი ჯაკუზით, საოჯახო (ერთმანეთში გამავალი კარით) და ორადგილიანი სტანდარტი. 
მის: საქართველო, ახალციხე, ხარისჭირაშვილის 1. ტელ: +995 599 88 09 24.
www.gino.ge

ფასი ფასი შეთანხმებით