national delicacy

დკდ-ბრიჯი

  • ID: 541
დამატებითი ინფორმაცია

 „დკდ-ბრიჯი“არის 3 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო,რომელიც თვალშისაცემია ორიგინალური განლაგებით და მდებარეობს ქ.თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანში,ცენტრიდან 25 წუთის,ხოლო აეროპორტიდან 40 წუთის სავალ გზაზე.

„დკდ-ბრიჯი“გთავაზობთ 45 თანამედროვე ტიპის კომფორტულ ნომერს სრული აღჭურვილობით.ოთახები არის პირველ,მეორე და მესამე სართულზე,ბოლო სართულზე ყველა ოთახს აქვს აივანი.სასტუმროში ფუნქცონირებს ბარი,სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული,ასევე საერთაშორისო კერძები.

სასტუმრო „დკდ-ბრიჯი“ცნობილია კრივის სპეციალიზირებული სპორტული კომპლექსით “DKD”,რომელიც უძლიერესია საქართველოს მასშტაბით,ასევე საკონფერენციო დარბაზი,რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შესაძლებლობას გაძლევთ ჩაატაროთ კონფერენციები,სხვადასხვა ტიპის შეხვედრები,მოაწყოთ პროდუქტის პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები.

სასტუმრო „დკდ-ბრიჯი“გათვლილია ყველა ტიპის სტუმრისთვის.მას სრული შესაძლებლობა აქვს მიიღოს როგორც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქმიანი პირები,ასევე სპორტული ჯგუფები და დასვენების მოყვარული ტურისტები და შესთავაზოს მათზე მორგებული მომსახურეობის სრული პაკეტი.

„დკდ-ბრიჯი“ცნობილია დაბალი ფასებით საქართველოს მასშტაბით,ხოლო მომსახურეობის მაღალი დონე და მეგობრული პერსონალი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ დასვენებას.

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes საოჯახო ოთახები
  • yes საკვების და სასმელის ოთახში მიწოდება
  • yes საუნა
  • yes საბილიარდო
  • yes სპორტდარბაზი
  • yes საკონფერენციო დარბაზი
  • yes ტერასა
  • yes სამრეცხაო
  • yes შინაური ცხოველების დაშვება
ფასიgel 80