national delicacy

სასტუმრო თბილისი ინნ

  • ID: 1417
დამატებითი ინფორმაცია

სასტუმრო "თბილისი ინნ"-ი მდებარეობს ქალაქის უძველეს ნაწილში, ძველი თბილისის ცენტრში. სასტუმრო გარშემორტყმულია ისტორიული არქიტექტურული შენობებით, ეკლესიებითა და ძეგლებით.

"თბილისი ინნ"-ი არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 33 კომფორტულ ნომერს თანამედროვე დიზაინით, სრული აღჭურვილობითა და ულამაზესი ხედებით. თბილისი ინნის ინტერიერი წარმოადგენს სადა, მშვიდი ფერების, თანამედროვეობის და ამავე დროს მდიდრული სტილის სინთეზს.სასტუმროს ტერასიდან ძველი თბილისის უბნების საოცარი ხედები იშლება - ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველი ძეგლები: ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, უძველესი ეკლესიები და სხვა ულამაზესი ადგილები. თქვენ ლამაზ და მშვიდ გარემოსთან ერთად, შეგიძლიათ უგემრიელესი კერძებითა და კოქტეილებით ისიამოვნოთ.

სრული დასვენებისთვის გთავაზობთ დახურულ აუზსა და სპორტულ დარბაზს, რომელიც მოწყობილია საშხაპეთი, გასახდელითა და კარადებით.სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, ფიტნეს დარბაზით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით, აუზით, დასუფთავების მომსახურებით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
 

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes დახურული აუზი
  • yes სპა ცენტრი
  • yes სპორტდარბაზი
  • yes ბარი
  • yes ტერასა
ფასი ფასი შეთანხმებით