national delicacy

სასტუმრო ნაბადი

  • ID: 1294
დამატებითი ინფორმაცია

3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ნაბადი“  დაარსდა 2017 წლის შემოდგომას. სასტუმრო არის 12 ნომრიანი,  ლუქსის კატეგორიის  ორკაციანი და საოჯახო ტიპის ოთახებით და მდებარეობს გლდანში, რამაზ შენგელიას 12.

სასტუმრო „ნაბადი“ აეროპორტიდან 30  წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.  სასტუმროს უპირატესობაა  ყველანაირ  საზოგადოებრივ  ტრანსპორტთან  სიახლოვე. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია მრავალფეროვანი კვებითი ობიექტები, სავაჭრო ცენტრები, თბილისის ზღვა, გასართობი ველნეს ცენტრი - “Gino Paradise”.

ყველა ნომერი გამოირჩევა მყუდრო, კომფორტული დიდი მისაღები ოთახით. სასტუმროს გვერდით ფუნქციონირებს მინი კაფე „ავტო კაფე“, სადაც შესაძლებელია დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები.

ნომრების აღჭურვილობა:მინი ბარი, ტელევიზორი, სატელიტური არხები, კონდენციონერი, ცენტრალური გათბობა, სამზარეულოს კუთხე ინვენტარით, სამუშაო მაგიდა, სველი წერტილი.

უფასო მომსახურეობები: ჰიგიენური საშუალებები; პირსახოცი; ერთჯერადი ჩუსტები; ხალათი;  ტელევიზია; უკაბელო ინტერნეტი; პარკინგი.

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes ოთახი არამწეველთათვის
  • yes საოჯახო ოთახები
  • yes საკვების და სასმელის ოთახში მიწოდება
  • yes ბარი
  • yes სამრეცხაო
ფასიgel 80