ჩვენ შესახებ


Turebi.ge წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ, უფასო ტურისტულ პორტალს, რომელიც აერთიანებს ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს და სატრანსპორტო კომპანიებს. თითოეულ მათგანს შეუძლია უფასოდ დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე და შესაბამის კატეგორიაში განათავსოს ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ.

 

ტურისტულ კომპანიებს საშუალება აქვთ განათავსონ როგორც შიდა, ასევე გამყვანი ტურები. სასტუმროებს კი შეუძლიათ განათავსონ ნომრების დეტალური აღწერაც.

 

Turebi.ge-ის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სფეროს განვითარებას  და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას ამ სფეროში.

 

Turebi.ge ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა ყველაზე მოთხოვნად ელექტრონულ რესურსად ქართული ტურიზმის სფეროში.

 

2015 წელს Turebi.ge გახდა ტურიზმის პირველი ეროვნული დაჯილდოების Welcome To Georgia! National Tourism Awards-ის ფინალისტი ნომინაციაში Best visitor information and services award!

 

2016 წელსWelcome To Georgia! National Tourism Awards-ის ფინალისტი ნომინაციაში The Fastest Growing Company Of The Year In The SME Segment!

 

Turebi.ge - ყველა ტური ერთ საიტზე!